Saturday, December 15, 2012

სასწავლო პროექტი


              შემოდგომა  სოფელში
პროექტის სახელი: შემოდგომა სოფელში.
პროექტის მოკლე აღწერა:შემოდგომის სურათის აღწერა მშობლიურ სოფელში
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აკეთებენ გასვლით გაკვეღილს ბუნებაში და  აკვირდებიან შემოდგომის სურათს. განმარტავენ წელიწადის დროების სახეცვლილებას,როგორ იცვლება კლიმატი შემოდგომის დადგომასთან ერთად,მიიღებენ მონაწილეობას მოსავლის აღება-დაბინავებაში,ნახავენ  კარტოფილის კრეფას,სიმინდის ტეხის პროცესს,კაკლის ბერტყვას,ხილის კრეფას   და სხვა.ასევე დააკვირდებიან  როგორ ემზადება სოფელო ზამთრისათვის,როგორ ეზიდებიან ტყიდან შეშას.ამას ყველაფეტს აღბეჭდავენ ფოტოზე  გააკეთებენ ფოტო-ალბომს, რომელიც საპატიო  ადგილს დაიკავებს სასკოლო გამოფენაზე.  შეხვდებიან სოფლის უხუცესებს და გაეცნობიან უძველეს ტრადიციებს თუ რა განსხვავებაა წარსულ სოფელსა და აწმყოში.
მოსწავლეთა ასაკი:10-12
ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა კუთხეების მიხედვით,თვალსაჩინოება,ინტერნეტიდან მიძიებული მასალა.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტი რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტო-ალბომები,ინტერვიუების ჩანაწერები,შექმნილი ბლოგი.
სარგებელი სხვისთვის:ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა კუთხეების ბუნებას,კლიმატს ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებას,იქმნება ახალი ფოტოალბომები და ეჩვევიან ინტერნეტით მუშაობას.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ბიოლოგია,ისტორია ბავშვებს გაუღრმავდებათ სხვადასხვა კუთხის სიყვარული ისწავლიან ინტერნეტით მუშაობას.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: გურამ მიქელაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  guram.miqeladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:შ